გუდაურის საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „ფიზიკა ყველგანაა“ ჩატარდა
10-05-2019
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლაში თემაზე „ფიზიკა ყველგანაა“ ვიქტორინა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტელექტუალურ „ბრძოლაში“ ერთმანეთს მეცხრე და მეთერთმეტე კლასების 4-4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეკითხვები ყოველდღიური ცხოვრებიდან იყო აღებული. მოსწავლეებს ევალებოდათ ფიზიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნით აეხსნათ ცხოვრებისეული სხვადასხვა მოვლენები. კონკურსზე მონაწილეები ჯერ გუნდურად პასუხობდნენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, შემდეგ კი კაპიტნები შეეჯიბრნენ ერთმანეთს სწრაფ აზროვნებაში.
„მინდა, რომ მოსწავლეები მიეჩვივნენ ფიზიკური მეცნიერების შესაფერისად აზროვნებას“, - ამბობს მასწავლებელი მზია ქავთარაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს