საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კორეული ენის შესწავლა დაიწყეს.
მერვე კლასის მოსწავლეებმა: სელმა და აისუნ ბაირამოვებმა საკუთარი ინიციატივით, მასწავლებლისგან დამოუკიდებლად, ინტერნეტის მეშვეობით კორეული ენა, დამწერლობა და მათი კულტურა შეისწავლეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ეს ქვეყანა და აპირებენ რომ სწავლა კორეაში, კომპიუტერული მიმართულებით გააგრძელონ.
იხილეთ ფოტოები