გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტზე „ეს ჩემი სოფელია და მინდა მეტი ვიცოდე“ იმუშავა
10-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „იმედმა“ განახორციელა სასწავლო პროექტი თემაზე „ეს ჩემი სოფელია და მინდა მეტი ვიცოდე“.
პროექტის მიზანი იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან თანამშრომლობა და მეტი ინფორმაციის მიღება პარკის შესახებ.
პროექტის განხორციელებისას კლუბის წევრები ეწვივნენ ეროვნულ ტყე-პარკს სოფლის მიმდებარედ არსებულ რეინჯერთა სახლში.
მოსწავლეები რეინჯერებს დაეხმარნენ ეზოს მოწესრიგებაში, დარგეს ეზოს ყვავილები, რეინჯერებმა პარკის შესახებ მინი-ლექციით გააცნეს პარკის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მოსწავლეებმა მათივე დახმარებით მოინახულეს პარკის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერი და ნასოფლარები, რომელიც რამდენიმე საუკუნისაა.