წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გლობალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
10-05-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში შემეცნებითი და საინტერესო ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი მეექვსე კლასში პედაგოგმა მაია კაკაბაძემ ჩაატარა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები დედამიწასა და მის პრობლემებზე, განიხილეს ისინი, ნახეს ვიდეოფილმი, ხოლო მეორე შეხვედრაზე გამართეს დისკუსია „როგორ ვუშველოთ დედამიწას“. მათ ასევე, საინტერესოდ გააშუქეს გლობალური პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.