ლედგებეს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენ არასოდეს ვივიწყებთ საქართველოსადმი თავდადებულ ჩვენს წინაპრებს“ გაიმართა
10-05-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლედგებეს საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ღონისძიება - „ჩვენ არასოდეს ვივიწყებთ საქართველოსადმი თავდადებულ ჩვენს წინაპრებს“ მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203