ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ეკო განათლების შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა 
09-05-2019
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ,,ეკო კლუბი’’-ს ინიციატივით, ეკო განათლების შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. 

„პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში ეკო-კლუბის წევრები კვირაში ერთხელ დაგეგმავენ და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ბათუმის 10 სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. თითოეულ შეხვედრას დაესწრება მინიმუმ 20 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203