ნიგვზარის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-05-2019
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიგვზარის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა.
თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ნათია ლაბაძემ, აღნიშნა, რომ ეს დღე ამავდროულად არის უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღე.
„ბავშვებმა გაიხსენეს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეების ბიოგრაფიები, წაიკითხეს უილიამ შექსპირის სონეტები, ყურადღება გამახვილდა კითხვის როლზე მოზარდის გონებრივ განვითარებაში. ყველა ერთხმად დაეთანხმა გურამ დოჩანაშვილს: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, ბიბლიოთეკარი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი თამილა მაჭარაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს