საჩხერის N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია „აკაკი და ქართული ენა“ გაიმართა 
09-05-2019
საჩხერის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესა და აკაკი წერეთლის სახელობის კაბინეტის გახსნას მიეძღვნა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „აკაკი და ქართული ენა“. 

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ საინტერესო პრეზენტაციებით კონფერენციის მონაწილეები: მარიამ კალმახელიძე, ნინო ჭიღლაძე, ნინო მოცრაძე, ანანო ენუქიძე და ნინო ტყავაძე. მოხსენებებით წარდგნენ მსმენელთა წინაშე საირხისა და ჭალის მოსწავლეებიც.

კონფერენცია პროექტ „სკოლების ქსელების“ ფარგლებში გაიმართა.

„ღონისძიება გაალამაზა აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილმა სიმღერებმა, რომლებიც ააღჟერეს ანანო სამხარაძემ, ნინო კუსიანმა და ნანა გელბახიანმა. შეკრებას გასაოცარი ხალისი შესძინა სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლეების მიერ ორიგინალურად წარმოდგენილმა აკაკი წერეთლის ანბანთქებამ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიება შეაჯამა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარ მაჭრაშვილმა.

საჩხერის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203