საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობამ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა
09-05-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობამ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული მეომრების ცხოვრებიდან ჩანაწერები წაიკითხეს. მიაწოდეს თანატოლებს ინფორმაცია ომის საშინელი შედეგების შესახებ და ლექსები წარმოსთქვეს. სკოლის აღსაზრდელებმა ყვავილებით შეამკეს სოფლის ცენტრში ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალი.