სენაკის N1 სკოლაში საგანმანათლებლო გაკვეთილი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდა
03-04-2017
სენაკის N1 სკოლაში საგანმანათლებლო გაკვეთილი განსხვავებულად და საინტერესოდ ჩატარდა.

მეათე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან, ნესტან გოგოხიასთან ერთად, შემაჯამებელი გაკვეთილის თემად "სიკვდილით დასჯა და სიცოცხლის უფლება" აირჩიეს.


საგაკვეთილო პროცესი დებატების რეჟიმში წარიმართა.

შემაჯამებელი გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის ზოგიერთი უფლებების გაცნობა, მათ შორის:   სიცოცხლის უფლება, პირადი შეუხებლობის უფლება, მუშაობის უფლება, განათლების მიღების უფლება, ასევე, მოქალაქის უფლების გაცნობა და,  რაც მთვარია, ცნებების გააზრება როგორიცაა:  "კანონი",  "უფლება",  "მოვალეობა", და "დეკლარაცია".

მოსწავლეთა თქმით, შემაჯამებელმა გაკვეთილმა დიდი დაინტერესება გამოიწვია:

"ახალგაზრდების მხრიდან ჩართულობა მაღლი იყო, მსგავსი გაკვეთილიები ხელს შეუწყობს ზოგადი განათლებისა და ინტელექტის ამაღლებას, ამიტომ სასურვლია ხშირად მოეწყოს მსგავსი ღონისძიებები",- აღნიშნეს სენაკის სკოლის მოსწავლეებმა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...