წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ვიქტორინა -კონკურსი ჩატარდა
09-05-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ისტ-ის მასწავლებელმა ნათია ტაბატაძემ „ვინ უკეთ იცნობს კომპიუტერების სამყაროს“ ფორმატში ვიქტორინა -კონკურსი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსმა საინტერესოდ ჩაიარა. მასში სამი გუნდი -ჰაკერები, ვირუსები და მაუსები მონაწილეობდა.
მონაწილეებმა ლუკა გურეშიძემ, ქრისტინე კოვზირიძემ, მზია კავილაძემ, მარიამ ნიქაბაძემ, დავით გიგაშვილმა, შოთა კოვზირიძემ, ვახტანგ ქელეშაშვილმა, თინათინ კვიცარიძემ, ქეთი სარალიძემ და მარიამ ქელეშაშვილმა სისხარტის და გონებამახვილობის ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს, თუმცა გამარჯვება გუნდმა - „მაუსები“ (ქრისტინე კოვზირიძე, მზია კავილაძე, ლუკა გურეშიძე) არავის დაუთმეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს