დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო გაიმართა 
09-05-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში პროექტის „მწვანე სკოლის“ ფარგლებში იმიტირებული სასამართლო გაიმართა. 

პროცესი უკანონო ნადირობას ეხებოდა. 

მოსწავლეებმა სასამართლოსთვის აუცილებელი პროცედურები ზედმიწვენით დაიცვეს და შესაბამისი როლები გაინაწილეს. 

„დამსწრე საზოგადოებასა და პროექტის ორგანიზატორებს ძალიან მოეწონათ კარგად ორგანიზებული პროცესი და უკანონო ნადირობაზე ცნობიერების ამაღლების წარმატებულ მცდელობად შეაფასეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203