სოფელ აბასთუმანის საჯარო სკოლამ „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კოორდინატორს და ტექნიკურ მენეჯერს უმასპინძლა
09-05-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის,  სოფელ აბასთუმანის საჯარო სკოლამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კოორდინატორს ლელა ცქიტიშვილს და ტექნიკურ მენეჯერს გოგიტა ვარდოსანიძეს უმასპინძლა.

სტუმრებმა მოსწავლეებთან მოხალისეობსა და ქველმოქმედებაზე ისაუბრეს. 

„საუბრის თემამ ღრმად ჩააფიქრა საშუალო საფეხურის მოსწავლეები თუ რამდენად შეუძლიათ იყვნენ ქველმოქმედნი და მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს სტუმრებს. საბოლოოდ შედგა საინტერესო შეხვედრა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203