ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს „ღვინის სამშობლო საქართველოა“ ახორციელებენ
09-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე-ეკოლოგები პროექტს „ღვინის სამშობლო საქართველოა“ ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ინტერვიუს ჩასაწერად იმყოფებოდნენ მეზობელ სოფელში, გორაბერეჟოულში, სადაც შეხვდნენ რეზო კოტრიკაძეს, რომელიც 25 წელია მისდევს მევენახეობას. ის მონაწილეობდა ბათუმის 2016 წლის ფესტივალში, სადაც გახდა ვერცხლის პრიზიორი, 2017 წელს კი მოიპოვა ოქროს მედალი. რეზო კოტრიკაძე არის თბილისის ფესტივალის ყოველწლიური მონაწილე.
„ის უვლის ცოლოკაურის, ჩხავერის და ალადასტურის ყურძენს, რომელიც გაშენებული აქვს 1 ჰექტარზე. იყენებს ბიო მეურნეობას, შეწამლას აკეთებს მხოლოდ გოგირდის და შავი აბნის შემცველი პრეპარატებით და ფიქრობს, რომ კარგი და ხარისხიანი ღვინო ყოველთვის გაიყიდება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეები სტუმრობდნენ ასევე ამირან დოლიძეს, რომელიც უვლის 1500-მდე ჩხავერის ნერგს და ამავე დროს საქართველოს მასშტაბითაც ყიდულობს აღნიშნული ყურძნის ჯიშს. მას აქვს 20-მდე უმაღლესი ხარისხის ჭური. იგი აშენებს ღვინის საწარმოო ქარხანას და სამომავლოდ გეგმავს წარმოებული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გაყიდვას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს