წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბულინგსა და სუიციდზე ლექციას დაესწრნენ
09-05-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ და VIIბ კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: თამილა თუთბერიძე) აქტიურად ჩაებნენ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კვირეულში, კერძოდ, მე-8 და მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკების ერთობლივ ღონისძიებაში.
მათ ინტერესით მოისმინეს ლექცია XXI საუკუნის მეტად აქტუალურ პრობლემაზე - ბულინგსა და სუიციდზე.
ლექციას უძღვებოდა სპეც.მასწავლებელი ეკა ქობალია.
„ლექცია იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უახლოეს მომავალში დავგეგმეთ ქალბატონი ეკას მოწვევა ფართო აუდიტორიის წინაშე და ამ მეტად საჭირბოროტო თემაზე პრევენციის მიზნით საუბარი“ - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს