ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ
09-05-2019
გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები USAID/CENN პროგრამის მიერ გამოცხადებულ ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ.
ამ კონკურსთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გორის უნივერსიტეტის კორპუსებსა და საკრებულოში „მწვანე ყუთები“ განათავსეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები მსგავს კონკურსებში დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.