წყემის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კვაშილავამ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა
09-05-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ მარიამ კვაშილავამ აბაშის სპორტის სასახლეში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
სკოლის აღსაზრდელმა შეჯიბრში მეორე საპატიო ადგილი დაიკავა.
სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.