აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა
09-05-2019
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან და 9 აპრილთან დაკავშირებით გამართული კვირეულის დასკვნითი ღონისძიება „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა.
ამ თემაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია მადლობა უხდის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს და თითოეულ მოსწავლეს ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.