ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამაში „საუბრები მომავალზე“ აქტიურად ჩაერთნენ
09-05-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო პროგრამა „საუბრები მომავალზე“, რომლის მიზანია სხვადასხვა საინტერესო თემის გაცნობა IV-V კლასის მოსწავლეებისათვის.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ კომუნიკაციაში შევიდნენ საინტერესო სპიკერებთან, დაუსვან მათ კითხვები და გააკეთონ კომენტარები. აღნიშნული სკოლებიდან ერთ-ერთია ახალციხის N5 საჯარო სკოლა.
2019 წლის 15 თებერვლიდან, ორ კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან 14:45 საათამდე მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები. ამ პროგრამის მეშვეობით მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და კითხვებს უსვამენ „სპიკერს“ მიმდინარე თემის ირგვლივ.