ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს
08-05-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს.
სკოლაში ანიმაციური ფილმის - „კაცი, რომელიც ხეებს რგავდა“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას განხილვა მოჰყვა.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.