ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი იოსავამ ინტელექტუალურ თამაშში I ადგილი დაიკავა
08-05-2019
ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი იოსავამ ინტელექტუალურ თამაშში - „ყველაზე ჭკვიანი“ - „გაზაფხული 2019“ I ადგილი დაიკავა.

ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ - „გაზაფხული 2019“ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ჩატარდა.

თამაშში ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლიდან გიორგი იოსავა მონაწილეობდა. დაძაბულ გონებრივ ჭიდილში სკოლის აღსაზრდელმა I ადგილი მოიპოვა.

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გამარჯვებული მოსწავლე და დამრიგებელი თამარ გვაზავა სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

დამრიგებელი თამარ გვაზავა სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი ჩიტაიამაც დაასაჩუქრა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203