ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის შესწავლას ღონისძიება მიუძღვნეს
08-05-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის, ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება „Əlifba bayramı“ მშობლიური ენის ანბანის შესწავლას მიეძღვნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები როგორც მშობლიურ - აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ( სახელმწიფო) ენებზე, იმღერეს, იცეკვეს და საბავშო მოთხრობებიდან ინსცენირებები დადგეს.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ისლამ მამედოვმა მოსწავლეებს ანბანის შესწავლა მიულოცა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203