დარჩელში ახალი სკოლა აშენდება
08-05-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ახალი სკოლა აშენდება. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მუნიციპალური განვითარების ფონდი დარჩელში 90 ბავშვზე გათვლილ ახალ სკოლას ააშენებს.

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დარჩელის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. არსებული შენობა დაზიანებულია და მრავალი წელია რემონტი არ ჩატარებია.

„ახალი სკოლა 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. ამჟამად სოფლის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. მოხარული ვარ, რომ მალე ეს რეალობა შეიცვლება და ისინი ღირსეულ პირობებში შეძლებენ სწავლის პროცესის გაგრძელებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203