თბილისის N103 საჯარო სკოლასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
08-05-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლასა (სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში პედაგოგიური პრაქტიკის გასავლელად სკოლაში, სომხურ სექტორზე, საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტი -  კატია ჩახოიანი, ასტხიკ გალოიანი და მარიანნა აკოპიანი გაიგზავნა.

მათ ხელმძღვანელობას უწევენ: მშობლიურ ენაში- ლუიზა მურადიანი, ქართული, როგორც მეორე ენაში - ნინო ორთავიძე, ბუნებაში- ზამირა ბაბერციანი.

პედაგოგიური პრაქტიკა დაწყებით საფეხურზე ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203