შავშვების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“ გამართეს
08-05-2019
გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“ ჩატრდა.
მოსწავლეებმა ქართულ ანბანის შესახებ ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები წარმოთქვეს. პირველკლასელებმა ასევე ,,ანბანთქება“ წაიკითხეს.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის ეთერ წკრიალაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პირველკლასელთა ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა, მოსწავლეებმა ორი სიმღერა შეასრულეს. მოსწავლეებმა ასევე დედა ენაზე დაწერილი ლექსები წარმოთქვეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს სტრიქონები ,,ვეფხვისტყაოსნის“ სხვადასხვა თავებიდან.
სკოლის ადმიანისტრაციამ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს