წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ხატვის წრის წევრებმა ლევან გოგიტიძის სამხატვრო სტუდია მოინახულეს
08-05-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ხატვის წრის წევრებს მეტად შთამბეჭდავი დღე ჰქონდათ.
სკოლის დირექციისა და ხატვის წრის მასწავლებლის თეა კაკაბაძის ინიციატივით მოსწავლეებმა მხატვარ ლევან გოგიტიძის სამხატვრო სტუდია მოინახულეს და თანატოლთა ნამუშევრებს გაეცვნენ. მხატვარ-პორტრეტისტმა ლევან გოგიტიძემ სამხატვრო სტუდიის ბავშვებს მასტერ-კლასი ჩაუტარა და უახლოეს დღეებში სკოლაში სტუმრობას დაჰპირდა. შემდეგ კი მოსწავლეებმა დავით კაკაბაძის სახელობის სახვით ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული აქტივობით კმაყოფილი დარჩნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. სკოლის დირექტორმა კი უახლოეს დღეებში, ხელოვნების კუთხით მრავალი საინტერესო აქტივობებისათვის მათი ხელშეწყობა დააანონსა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს