გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
08-05-2019
გორის N12 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ და 72 ქულით მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს.
თამაში კავკასიის ღია ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა.
სკოლის გუნდის წევრები არიან: დაჩი არევაძე, დანიელ კოლოტაშვილი, მზია ვართაპეტიანი, ლიზი ქარელიშვილი და ლიზი ვარდანაშვილი.
გორის N12 საჯარო სკოლა ულოცავს მათ და წარმატებებს უსურვებს.