იორმუღანლოს საჯარო სკოლაში თემაზე - „ჯანსაღი კვება“ ბუნებისმცოდნეობასა და ქართულ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
08-05-2019
საგერჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში პროექტის - „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში ბუნებისმცოდნეობასა და ქართულ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „ჯანსაღი კვება“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ჯგუფურმა მუშაობამ, ინტერაქციამ პოსტერებზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და ქართულ ენაზე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელმა დურნა მარდანოვამ აღნიშნა, რომ „ ბილინგვური სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მათ დაინტერესებას საგნის მიმართ.“
ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა დალი ოსეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ინეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და მათში მოტივაციის ამაღლებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს