კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლები საკვებად საკუთარი ხელით მოყვანილ მწვანილს გამოიყენებენ
08-05-2019
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეთა საკვებად თავიანთი მოწეული მწვანილი გამოიყენონ და ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სახის ბოსტნეული დათესეს.