მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტების „მშობლები ჩვენ გვერდით“ და „პროფესიები ჩვენ გარშემო“ პრეზენტაცია მოეწყო 
08-05-2019
მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მშობლებთან  პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების: „მშობლები ჩვენ გვერდით“ და „პროფესიები ჩვენ გარშემო“ პრეზენტაცია მოეწყო. 

პრეზენტაციას მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

„ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ, გავცვალეთ იდეები, თუ როგორ გავხადოთ სკოლის და მშობელთა ურთიერთობა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, აკადემიური შედეგების ზრდას, პასუხისმგებლობების გააზრებას, გახდის სკოლის კულტურას საინტერესოს და მრავალფეროვანს, რეალურ სარგებელს დაანახებს მშობელს. ასევე, ვისაუბრეთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროექტის ფარგლებში სკოლასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე, გავაცანით მშობლებს ის ძირითადი ამოცანები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მშობელს, ვინც დრო გამონახა და მთელი ორი-სამი საათი გამოგვიყო დღევანდელი შეხვედრისთვის. მე ბევრი თქვენგანის სახეზე ამოვიკითხე ნდობა და მზაობა სიახლეებისთვის - ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! 

ასევე, მადლიერება უნდა გამოვხატო კლასის დამრიგებლების და ერთგული თანამშრომლების მიმართ, რომლებიც გულშემატკივრობენ პროექტების მიმდინარეობას და საკუთარი ღირსეული წვლილის შეტანას ცდილობენ სკოლის წარმატებაში.  მე თქვენი თანადგომა მაძლიერებს და მაბედნიერებს“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა სოფიო კუბლაშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203