ღების საჯარო სკოლაში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
08-05-2019
ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სხვადასხვა მინისცენა და ჩანახატები. ასევე, მათ ისაუბრეს 9 მაისის ფაქტებსა და მოვლენებზე.
„9 მაისი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა. საბჭოთა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. ქართველები დიდი წარმატებით არა მარტო ფაშისტური გერმანიის წინაღმდეგ იბრძოდნენ, არამედ ვერმახტის შემადგენლობაშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის რიგებში საქართველოდან დაახლოებით 700 000 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან დაახლოებით 200 000 ფრონტზე დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომი უდაოდ უდიდესი ტრაგედია იყო ქართველი ერისთვის, ორივე მხარე იცავდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს , ორივე მხარეს მებრძოლი ქართველები უდაოდ გმირები იყვნენ. ხსოვნა და მარადიული დიდება მეორე მსოფლიო იმში დაღუპულ ქართველ გმირებს“ - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს