2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიას 12 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს
14-07-2019
15 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიას არჩევით საგნად 12 500-მდე აბიტურიენტი აბარებს.

ყველაზე მეტი ადგილი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ ისტორიის ჩაბარების მსურველებისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ცოტა კი – ხელოვნების.

გთავაზობთ თითოეული საგნის მიხედვით ადგილების რაოდენობას:

  • ისტორიაზე – 10 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 12 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • გეოგრაფიაზე – 7 500-მდე ადგილია გამოცხადებული და 11 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • მათემატიკაზე - 9 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 7 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ლიტერატურაზე – 4 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 3 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ბიოლოგიაზე – 3 500-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 5 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • სამოქალაქო განათლებაზე – 2 000-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 3 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ქიმიაზე – 2 000-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 2 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ფიზიკაზე – 2 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 1 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ხელოვნებაზე - 7 00-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203