პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
08-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებმა ანჟელა ირიცინმა და გოარ სტამბოლციანმა მოამზადეს.

მოსწავლეებმა ქართულ ენის შესახებ დაწერილი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.

„დამსწრე პედაგოგებისა და მშობლების დიდი აღტაცება და მოწონება დაიმსახურა პატარა ბავშვების ასეთმა მონდომებამ და შემოქმედებამ. ღონისძიება ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203