ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში „2 მაისობა“ იგივე „გვირილობა“ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიებებში:
მოსწავლეებმა სკოლაში დაარიგეს გვირილები და თავისივე დამზადებული გვირგვინები, ასევე, მოეწყო 2 მაისის მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია, მოსწავლეებმა მოხატეს ასფალტი და ბოლოს გამოფინეს ყვავილები „გვირილობის“ თემატიკით.