ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
08-05-2019
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები- ნინი გოგიბერიძე (მე-3 კლასი), რეზი ჩხაიძე (მე -3 კლასი), ქეთევან კერესელიძე (მე-7კლასი), თეკლა კინწურაშვილი (მე-7კლასი), ლიზი ბურძგლა (მე-7კლასი), ელენე წილისანი (მე-7კლასი) მარიამ ბურძგლა (მე-8კლასი) და მარიამ სანიკიძე (მე-8კლასი) კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. (პედაგოგი ეკა ცინცაძე/მაია მშვიდობაძე).
სკოლის აღსაზრდელებმა წარმატებით გადალახეს პირველი ტური და ფინალში გადავიდნენ. მოსწავლეებმა სერტიფიკატები და I და III ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს. I ხარისხის დიპლომით ნინი გოგიბერიძე დაჯილდოვდა, III ხარისხის დიპლომი კი რეზი ჩხაიძემ მოიპოვა.
სკოლა მოსწავლეებს და მათ პედაგოგს წარმატებას ულოცავს.