გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლის ნაშრომი მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნით ეტაპზე წარადგინეს
08-05-2019
გორის N4 საჯარო სკოლის მე-11ბ კლასის მოსწავლე ლიკა ზანაძე მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლის თემამ სექციაში „ქართული ენა და ლიტერატურა“ გაიმარჯვა და წარდგენილია III დასკვნით ეტაპზე, როგორც საუკეთესო ნაშრომი.
დასკვნითი ეტაპი ჩატარდება თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ ლიკას და მის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მანანა მუზაშვილს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს