გელათის საჯარო სკოლაში პროექტი „დავით IV აღმაშენებელი“ განხორციელდა  
08-05-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში განხორციელდა პროექტი „დავით IV აღმაშენებელი“.

პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს დავით მეფის ღვაწლის უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს, გააანალიზეს ინფორმაცია დავით მეფის შესახებ და მოაწყვეს პრეზენტაციები, ასევე, ისინი ესტუმრნენ გელათის მონასტერს, სადაც მათ მამა გიორგიმ უმასპინძლა.

მოსწავლეებს ქეთევან ტყაბლაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203