აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული „ჩვენ დავბრუნდებით“ გაიმართა 
08-05-2019
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული „ჩვენ დავბრუნდებით“ გაიმართა. 

კვირეული გაიხსნა პრეზენტაციით „გმირო დაუვიწყარო“, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჟიული შარტავას ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ასევე, სკოლაში მოეწყო კუთხე „გმირები საქართველოსთვის“, ჩატარდა ესეების კონკურსი „გაწყვეტილი ჯაჭვი“. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივი კათედრის წევრები: მაყვალა მეფორია, მერაბ ჯინჯოლია, ეშა თაკალანძე და ნატო ესართია.

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203