თბილისის N92 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით საინფორმაცია კამპანია გაიმართა 
08-05-2019
თბილისის N92 საჯარო სკოლაში, იტორიის პედაგოგის, ნანა ლეფსვერიძისა და XI კლასის მოსწავლეების: ნუცა აგულაშვილის, ალექსანდრა გევორქიანისა და მარიამ გათენაშვილის ინიციატივით, დაიგეგმა და განხორციელდა საიფორმაციო კამპანია 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით. 

კამპანიის მიზანი იყო 9 აპრილის სისხლიანი მოვლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ ისტორიული მოვლენის შედეგების გაანალიზება.

უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს (V, VI, VIII კლასები) შეახსენეს თბილისში მომხდარი მოვლენები, გააცნეს მათი ისტორიული მნიშვნელობა და შედეგი, ასევე, მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

წელს 30 წელი გავიდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203