ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ინგა ხვიჩიამ III-VIII კლასებში ურთიერთსწავლების მეთოდი გამოიყენა
08-05-2019
ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, ინგა ხვიჩიამ, III-VIII კლასებში სასწავლო პროცესში ურთიერთსწავლების მეთოდი გამოიყენა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სახარებისეული იგავი „დამარხული ტალანტი“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა მე -3 კლასელებს წაუკითხეს, შემდეგ გაიმართა დისკუსია.
„გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ურთიერთსწავლება შედგა. მიზანი მიღწეულ იქნა. უმცროსკლასელებმა გაიაზრეს და გააანალიზეს იესოს შეგონება. წარმატებები მოსწავლეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს