დაბა სურამის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ დაიწყო
08-05-2019
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო სასწავლო პროექტი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ დაიწყო.
პროექტს იმედო ლაცაბიძე უძღვება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საარჩევნო სისტემას გაეცნობიან, ჩატარდება იმიტირებული არჩევნები. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.