ოსიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრება დასუფთავების აქცია გამართეს
07-05-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ოსიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თავისუფლების მწერლების” წევრება დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გამართეს.

სკოლის აღსაზრდელებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მოსწავლეებმა აქციაში სხვა სკოლის მოსწავლეებიც გამოიწვიეს.

„სკოლამ გამოწვევა საზოგადოება „ბილიკისგან“ მიიღო, ახლა კი ჩვენ ვიწვევთ - სოფელ ტეზრის საჯარო სკოლას, სოფელ ქინძათის საჯარო სკოლას და ხაშურის N1 საჯარო სკოლას.

აქციაში ჩასართველად თქვენც უნდა მოაწყოთ დასუფთავების აქცია თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე გამოიწვიოთ სხვა სკოლები“,-ამბობენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203