
წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში კონკურსი „საუკეთესო სელფი“ მიმდინარეობს.
კონკურსი სკოლის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება და შესაბამისად, 170 საუკეთესო სელფის ავტორი შეირჩა, აქედან:
ა)მოსწავლეებისთვის - „ჩვენ მესამე სკოლელები ვართ“ - 75 საუკეთესო სელფი;
ბ)მასწავლებლებისთვის - „ყოველი დილა იწყება სკოლით“ - 15 საუკეთესო სელფი;
გ)მშობლებისთვის - „მესამე სკოლა ჩემი არჩევანია“ - 35 საუკეთესო სელფი;
დ)კურსდამთავრებულებისათვის - „ჩვენ მესამე სკოლიდან მოვდივართ“ - 25 საუკეთესო სელფი.
კონკურსის „საუკეთესო სელფი“ გამარჯვებული 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს გამოვლინდება.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში - კონკურსი.docx
იხილეთ ფოტოები