იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ციალა ჯაფარიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
„ფასდაუდებელია ქალბატონ ციალას ღვაწლი არა მარტო სკოლის, არამედ ქვეყნის წინაშე. მან ბევრი სახელოვანი მამულიშვილი აჩუქა ქვეყანას. მისმა კოლეგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა ლამაზი ღონისძიებით გადაუხადეს მას მადლობა გაწეული შრომისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე სტუმრად ციალა ჯაფარიძის კურსდამთავრებულთა ყველა თაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან მოდიოდა ყვავილები და წერილები... ღონისძიებას დაესწრნენ მაჟორიტარი დეპუტატები და ქუთაისის რესურსცენტრის წარმომადგენლები“
ღონისძიების ბოლოს ქუთაისის N2 საჯარო სკოლამ დაფნის გვირგვინით შეამკო დიდი ქალბატონი და ციალა ჯაფარიძის სახელობის ვარსკვლავი გახსნა.