აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში თემაზე „ადამიანი და გარემო“ სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
07-05-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა, ქეთევან კვარაცხელიამ სკოლის მეთერთმეტე კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ადამიანი და გარემო“. 

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ანთროპოგენური ფაქტორით გამოწვეული დამაბინძურებელი ნივთიერებათა დასახელება, პრობლემის გამოკვეთა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე იმსჯელეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე და ბიომრავალფეროვნებისთვის; ყურადღება გაამახვილეს ჰაერის დაბინძურებაზე, ოზონის შრის გათხელებაზე, გლობალურ დათბობაზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ასევე, იმსჯელეს პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. 

გაკვეთილზე პედაგოგმა გამოიყენა სახალისო, საინტერესო და ამავე დროს ინფორმაციული აქტივობები. კერძოდ: ვერბალური ახსნა; გონებრივი იერიში/იდეების გენერირება; მინი ლექცია; სეგმენტური მატრიცა-თანამშრომლობითი სწავლება; პრეზენტაცია; როლური თამაში, „მტკიცება-მტკიცებულება-მსჯელობა“. 

გაკვეთილს სკოლის შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203