უჩმანის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
07-05-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, უჩმანის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს, 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203