თბილისის N165 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-05-2019

თბილისის N165 საჯარო სკოლაში სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, გიორგი ჯიჯიეშვილის და სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კვიკვინიას ინიციატივით და ასევე, თვითმმართველობის წევრების ჩართულობით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა. 

თამაში ეფუძნებოდა არა მარტო ცოდნას, არამედ ლოგიკურ აზროვნებასაც.

ღონისძიებაში 25 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან შეიქმნა ხუთი გუნდი. გუნდში გადანაწილებულები იყვნენ ყველა კლასის მოსწავლეები (VIII, IX, X, XI). 

„თამაში იყო ძალიან საინტერესო და დახვეწილი. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ასეთი საინტერესო დღისთვის“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203