ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით წარსდგნენ
07-05-2019

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა ყოველწლიურად ატარებს მასწავლებელთა რეგიონულ კონფერენციას. აღნიშნულ კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლა. 

წელს კონფერენციაზე სკოლა მოხსენებით „მოქმედებს თუ არა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე“ წარსდგა. 

პრეზენტაცია მასწავლებელ ქეთევან მამალაძესთან ერთად მე-6 კლასის მოსწავლეებმა: დავით შეწირულმა, ავთანდილ მამალაძემ და თორნიკე ანთიძემ წარმოადგინეს.

„მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ვულოცავთ ჩვენს სკოლას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203