თბილისის N74 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ერთი კვირით კაბადოკიაში მიემგზავრება
07-05-2019

თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „I See You - გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონი - შენი ქალაქი“ მონაწილეობდნენ. 

აღნიშული პროექტი ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის ტურიზმის განვითარების პროცესში და მათი ლიდერული უნარ-ჩვევების აქტუალიზებას.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 6 საუკეთესო სპიკერი, რომელთა შორის იყვნენ თბილისის N74 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები: ნინო ლურსმანაშვილი და ანი კუბლაშვილი.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა მოიგეს 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი კაბადოკიაში. ისინი კაბადოკიაში ერთი კვირით ივნისში გაემგზავრებიან. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203