ხულგუმოს საჯარო სკოლაში სომხების გენოციდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
07-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლაში სომხების გენოციდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სომეხი ერის ისტორიის ყველაზე მტკივნეული და მძიმე პერიოდი გაიხსენეს და გენოციდის მსხვერპლთა სხოვნას პატივი მიაგეს.

სომხების გენოციდი - ეს არის ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც სომეხთა აჯანყებებს მოჰყვა. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203